თურქისა და კავკასიური ნაგაზის „შერკინება“

თურქისა და კავკასიური ნაგაზის „შერკინება“

გუშინ „შანი-ჩილიკ-მოტორსის“ ერთმა თურქმა მოსამსახურემ „პერეკურის“ დროს იქვე დაბმულ კავკასიურ ნაგაზთან გათამაშება მოინდომა.

სამუშაოს მიტოვება და ჩემი მოფერება ეგრე არ უნდაო და მეცხვარემ გულუბრყვილო გამომეტყველების თურქს ჯერ ხომ მკლავში ეშვებით „სკვაზნოი“ გაუტარა, მერე ნეკნებთანაც გემრიელად „გახაზა“, თურქი სასწრაფოდ საავადმყოფოში გაააქცუნეს.

ძაღლმა კი საბოლოოდ აიწყვიტა, არადა, „სისხლი ნახა, აწი შეჭამს“ პრინციპით, ვერავინ მიეკარა. ბოლოს და ბოლოს მისი დაშოშმინება მხოლოდ პატრონმა და მამა-მარჩენალმა შეძლო.

მაგრამ „ჩილიკის“ გუშინდელი კურიოზები ამით არ დამთავრებულა. სულ რაღაც ათ წუთში მანქანაზე მიყრდნობილი ზომიერად ჩასუქებული, სიმპათიური კაცი, ავტომანქანა „კია“-ზე მჯდომმა, ასევე თურქმა მძღოლმა კინაღამ ზედ „კრილოზე“ მიაჭყლიტა, კაცს ხელი დაეჟეჟა, ფრთა კი გვარიანად შეიჭეჭყა.

თურქი ცემას კი გადაურჩა, მაგრამ მანქანების პატრონებმა კარგად „შეამკეს“. დაკბენილს და მომხდარს რამე ეშველება, მაგრამ არავის გაახსენდა, რომ გუშინ პარასკევი იყო, რიცხვი ცამეტი...