რა კავშირი აქვს

რა კავშირი აქვს "თქვენი შოუს" საკონცერტო ტურნეს ”ნაციონალურ მოძრაობასთან?”

საქართველოში გრძელდება "რუსთავი 2"-ის იუმორისტული გუნდის "თქვენი შოუს" მსახიობების კონცერტები. ამბობენ, რომ ეს ღონისძიებები "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. ერთ-ერთი ბოლო კონცერტი ფოთში გაიმართა, სადაც საკონცერტო სცენას ამშვენებდა გასულ არჩევნებზე გამოყენებული "ნაციონალური მოძრაობის" სლოგანი "მე მიყვარს ფოთი". ასევე ხდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. აღსანიშნავია, რომ იუმორისტული ნომრები პოლიტიკური შინაარსისაა. კერძოდ, ივანიშვილის გზა ჭორვილიდან რუსეთამდე, გიორგი თარგამაძისა - ჟურნალისტიკიდან პოლიტიკამდე... ხელისუფლების მიერ 14-დან 140 ლარამდე გაზრდილ პენსიები და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ფოთში კონცერტს ესწრებოდნენ ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ფოთის პოლიციის უფროსი ემზარ კალანდია, ფოთის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან"- დავით ბაბილუა და დარეჯან ცხვიტარია.
გვესაუბრება "თქვენი შოუს" ხელმძღვანელი და წამყვანი გიორგი აფციაური:

- ეს კონცერტები ტურნეს ფარგლებში ტარდება და მას "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი არა აქვს.

- თვითმხილველები ამბობენ, რომ კონ­ცერტებზე იყენებთ "ნაციონალური მოძრაობის" ატრიბუტიკას, რაც აჩენს ეჭვს, რომ კონცერტს სწორედ მმართველი გუნდი აფინანსებს.
- სად გამოვიყენეთ ასეთი ატრიბუტიკა?

- მაგალითად, წარწერა მაისურებზე - "მე მიყვარს ფოთი", "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სლოგანი იყო...
- ამ კონცერტებს ჩვენ თვითონ ვატარებთ.

- თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ გაფინანსებთ, გამოდის, "რუსთავი 2"-ის ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსდებით...
- არც არავინ გვაფინანსებს და არც ვინმეს აგიტაციას ვეწევით. სექტემბერში ეთერში რომ დავბრუნდებით, გვინდა, ბევრი მაყურებელი გვყავდეს და ეს ტურნეც ამას ემსახურება.