ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტომ „Reuters” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ბარბარა სტრეიზანდმა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა ახალ ამპლუაში განიზრახა.
ქალბატონი ბარბარა კინორეჟისორად მოგვევლინება და მხატვრულ სურათს დამოუკიდებლად გადაიღებს.
სურათის სავარაუდო სახელწოდებაა „Skinny and Cat”. ფილმში მთავარ როლებში მსახიობებს კოლინ ფერტსა და ქეით ბლანშეტს ვიხილავთ.
ამერიკული მას-მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალბედა რეჟისორმა განაცხადა, რომ სურათზე მუშაობის დაწყებას მომავალი წლის პირველ ნახევარში აპირებს. სტრეიზანდს ამ პროექტისთვის 20 მილიონი დოლარი ესაჭიროება.
სურათი მწერალი ერსკინ კოლდუილისა და ფოტოჟურნალისტი მარგარეტ ბერკ-უაიტის სიყვარულის ისტორიას მიეძღვნება. სავარაუდოდ ერთ-ერთ როლში თავად ბარბარა სტრეიზანდიც მოგვევლინება.