საგარეო ვალი თვეში 2 პროცენტით იზრდება

საგარეო ვალი თვეში 2 პროცენტით იზრდება

საქართველოს საგარეო ვალი ისევ იზრდება, ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15,27%-ით, ერთ თვეში კი 2%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში საგარეო ვალმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 3,835,637 ათასი დოლარი, ანუ 6,819,762 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 408,207 ათასი დოლარით მეტია. 2009 წლის ოქტომბრის მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალი 3,327,430 ათასი დოლარს, შესაბამისად, 5,586,756 ლარს უტოლდებოდა. თითქმის ორჯერ ნაკლები საგარეო ვალი ჰქონდა ქვეყანას 2007-08 წლებში. როგორც ჩანს, ქვეყანამ ვალების აღების სისწრაფეში მოუხსნელი რეკორდი დაამყარა.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის 31 ოქტომბრისთვის საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 564,736 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

მათ შორის ავსტრია - 721 ათასი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 14,243 მლნ აშშ დოლარი; თურქმენეთი - 211 ათასი აშშ დოლარი; თურქეთი - 30,076 მლნ აშშ დოლარი; ირანი - 11,137 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი - 117,438 მლნ აშშ დოლარი; სომხეთი - 16,974 მლნ აშშ დოლარი; უზბეკეთი - 355 ათასი აშშ დოლარი; უკრაინა - 324 ათასი აშშ დოლარი; ყაზახეთი - 27,774 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი - 4,498 მლნ დოლარი; გერმანია - 205,753 მლნ აშშ დოლარი; იაპონია - 59,612 მლნ აშშ დოლარი; ქუვეითი - 23,857 მლნ აშშ დოლარი; ნიდერლანდები - 9,246 მლნ აშშ დოლარი; აშშ  - 36,029 მლნ აშშ დოლარი; საფრანგეთი - 6,488 მლნ აშშ დოლარი.

 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი 500 მლნ აშშ დოლარია, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ვალის ნაშთი 2,767 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის მსოფლიო ბანკი (განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია) 1,357 მლრდ დოლარი,  ევროგაერთიანება -  18,675 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი -  21,395 მლნ აშშ დოლარი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი (მიმღები ეროვნული ბანკი)  - 1,075 მლრდ აშშ დოლარი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი - 50,667 მლნ აშშ დოლარი; აზიის განვითარების ბანკი - 205,369 მლნ აშშ დოლარი; ევროპის საინვესტიციო ბანკი - 37,569 მლნ აშშ დოლარი.

 

რაც შეეხება, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ნაშთს, 31 ოქტომბრის მდგომარეობით ის 3,621 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გერმანიის წინაშე აღებული ვალდებულებაა.

 

2008 წლის ბოლოს ბოლოს, ანუ დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის საგარეო ვალმა 4 486 640 000 ლარი შეადგინა, უკვე 2009 წლის იანვრის მონაცემებით კი ვალი მცირედით შემცირდა და საბოლოო ჯამში 4 367 579 000 ლარს გაუტოლდა. იმავე წლის მარტიდან კი მთავრობამ ვალების აღება გაორკეცებული ტემპით დაიწყო და დღესაც აქციურად აგრძელებს.

 

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2006 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1,697,484,0 დოლარს, შესაბამისად, 2,908,639,0 ლარს შეადგენდა. 2007 წელს ეს მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და საერთო ჯამში ქართულ ვალუტაში 2,849,043 ლარი შეადგინა. უკვე 2008 წლის დეკემბრის მონაცემებით კი ქვეყანამ საგარეო ვალი გააორმაგა და საერთო ჯამში, ვალმა 4,486,640,0 ლარი შეადგინა.

 

2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, საგარეო ვალმა 3,381,513 ათასი დოლარი, ანუ 5,700,555 ლარი შეადგინა, რაც 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,213,915,0 ლარითაა გაზრდილი.

 

ვალის აღების ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე წელსაც. 2010 წლის 31 იანვრის მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალმა 3,428,067 ათასი დოლარი, ანუ 5,969,980 ლარი შეადგინა.  თებერვალში საგარეო ვალის ოდენობა მცირედით შემცირდა და საერთო ჯამში 5,893,054 ლარს გაუტოლდა. უკვე მიმდინარე წლის მარტიდან კი საგარეო ვალის რაოდენობა ისევ გაიზარდა და 3,521,775 ათასი ლარი, შესაბამისად 6,160,993 ათასი ლარი შეადგინა.

 

ექსპერტებს მთავრობის თამამი ნაბიჯები ვალებთან დაკავშირებით აშინებთ. მათი განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალი, შესაძლოა, სერიოზული მაკროეკონომიკური პრობლემა გახდეს.  საერთაშორისო კონიუნქტურისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალის დინამიკა უკვე შეიცავს ამგვარი საფრთხის რეალურ ნიშნებს. თუმცა, ეკონომისტის აზრით, საგარეო ვალი საშიში არ არის, თუკი მისი ზრდის ტემპი უფრო დაბალია, ვიდრე მშპ-ისა.

 

„ასეთი დიდი ვალის აღების აუცილებლობა, იმისათვის, რომ რაღაც პროექტები განხორციელდეს, არ არის. ამითი მოხდება ის, რომ საგარეო ვალის ტვირთი სახელმწიფოს დააწვება, საქართველოს ეკონომიკაში ახლა არაფერი ისეთი ცვლილება და ძვრა არ ხდება, რომ ჩვენ ასეთი დიდი ვალის გასტუმრება შევძლოთ. მართალია, სესხი, შესაძლოა, იყოს გრძელვადიანი, მაგრამ ჩვენმა საგარეო ვალმა უკვე 5 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია“, - ამბობს ეკონომიკური ექსპერტი ნოდარ ხადური.

 

ამ დროისთვის, საქართველოს უმსხვილესი კრედიტორებია მსოფლიო ბანკი. მეორე ადგილი უჭირავს ევროობლიგაციებს, მესამე უმსხვილესი კრედიტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მეოთხე ადგილიზეა გერმანია და მეხუთეზე – ევროკავშირი.

 

ვალის დაფარვა კი ხორციელდება როგორც საბიუჯეტო სახსრებიდან, ისე უშუალოდ ეკონომიკურ აგენტებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად. სახელმწიფო ვალის ზრდის პარალელურად, იზრდება ვალების დაფარვისა და მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხები. 2008 წელთან შედარებით, საგარეო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას 2009 წელს, სავარაუდოდ, 39 მილიონი ლარით მეტი მოხმარდება.