გვაყურებინეთ „კასანდრას“!...

გვაყურებინეთ „კასანდრას“!...

ცნობილი მწერალი გურამ ფანჯიკიძე რამდენიმე დღეში მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან გადადგება.

“ამ თანამდებობაზე ჩემი სურვილის გარეშე დამნიშნეს. არადა, ბევრი საქმე მაქვს, რომლის გაკეთებას ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ“, - განაცხადა მან.

 ამასთან, მწერალმა „კასანდრას“ ჩვენებისას ელენერგიის გამორთვის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

 „თუ ზუბიტაშვილი თბილისელებს „კასანდრას“ არ აყურებინებს, მაშინ განაცხადოს რატომ?“ - რიტორიკულად იკითხა ფანჯიკიძემ.