გენერალი ასლან აბაშიძე მოსკოვში ინკოგნიტოდ ჩაფრინდა

გენერალი ასლან აბაშიძე მოსკოვში ინკოგნიტოდ ჩაფრინდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე მოსკოვში საიდუმლოდ ჩაფრინდა.

მოსკოვში ელცინისა და ზიუგანოვის ნდობით აღჭურვილ პირებთან ექვსი დღის მანძილზე განიხილავდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგებს.

ამას იტყობინება მოსკოვიდან რფ თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყარო, რომელიც ირწმუნება, რომ აბაშიძე მოსკოვში რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის ფორმით ჩაფრინდა.

მას თან ახლდა აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი ლეონიდ ჟღენტი.

ასლან აბაშიძის მოსკოვში ბოლო ხანს ყოფნის ფაქტს მისი რეფერენტი ირაკლი ტაკიძე კატეგორიულად უარყოფს.