ვის რა ელის?...

ვის რა ელის?...

„ომეგასა“ და „ელიზის“ დაპირისპირებამ კარგა ხანია მაღალ ეშელონებში გადაინაცვლა.

ბარამიძის ანტიკორუფციული კომისიაც „ელიზის“ საქმის შესწავლამ რჩეულიშვილებამდე მიიყვანა: „ჩანს, რჩეულიშვილების პოლიტიკური კლანის ინტერესებსაც რაღაცნაირად შევეხეთ“, - ამბობს გიორგი ბარამიძე, როდესაც შალვა რჩეულიშვილისა და მის დაპირისპირებაზე ეკითხებიან.

„სინამდვილეში დიდი კაპიტალის მფლობელი ოჯახი ჩაგრულთა ქომაგად გვაჩვენებს თავს, მათი შორს მიმავალი პოლიტიკური ზრახვები რაღაც წერტილში მოქალაქეთა კავშირის ინტერესებს გადაკვეთს“.

ბარამიძემ, არც მეტი, არც ნაკლები, შალვა რჩეულიშვილს ნაძირალა უწოდა და მასალები „ომეგა-ელიზის“ შეხლა-შემოხლის შესახებ გამოძიებას გადასცა.

მეტიც, გიორგი ბარამიძემ ადვოკატი აიყვანა და დოკუმენტების შეგროვება დაიწყო, რომელსაც სასამართლოს გადასცემს: „შალვა რჩეულიშვილის მიერ ჩემი და მაჭავარიანის ცილისწამების გამო სასამართლო პროცესი აუცილებლად შედგება და ვფიქრობ, აქ კიდევ ერთხელ შერცხვება ეს სახელგატეხილი კაცი“, - ღრმად სწამს გიორგი ბარამიძეს.