არჩევნების წინ მინიმალური ხელფასი გაიზრდება

არჩევნების წინ მინიმალური ხელფასი გაიზრდება

მომავალი წლიდან შესაძლებელი გახდება ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დონის მნიშვნელოვანი ზრდა, - განაცხადა გუშინ გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სპციალური დაცვის მინისტრმა ამირან გამყრელიძემ.

მან არ დააზუსტა, რამდენად გაიზრდება მინიმალური ხელფასი. მისი თქმით, ამაზე ამჟამად საინიციატივო ჯგუფი მუშაობს. მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მინიმალური ხელფასი საგრძნობლად მიუახლოვდება საარსებო მინიმუმს.

ამჟამად საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარს შეადგენს, ხოლო საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე 125 ლარია.