პარლამენტარების ცხენებიც კი გასაიდუმლოებულია

პარლამენტარების ცხენებიც კი გასაიდუმლოებულია

ქართველმა პარლამენტარებმა, როგორც ჩანს, ჰობი შეიცვალეს და საყვარელ ცხენებზე უარი განაცხადეს.

თბილისის იპოდრომზე აღრიცხული 100-მდე კერძო ცხენის მფლობელებში ქართველი პარლამენტარები არ ფიგურირებენ.

როგორც იპოდრომის დირექტორმა აღნიშნა, კერძო ცხენების უმეტესობას სხვადასხვა ორგანიზაციები ფლობენ. რაც შეეხება პარლამენტარებს და სხვა ჩინოვნიკებს, როგორც კახა ამაშუკელი გვარწმუნებს, არც ერთი ცხენი მათ არ ეკუთვნით.

თავად იპოდრომს 4 ცხენი ჰყავს, რომლებიც სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობენ.

ამაშუკელის თქმით, ცხენების ამ კატეგორიით ნებისმიერი მსურველი სარგებლობს შესაბამისი ქირის გადახდის შემთხვევაში.