გუშინ, რუსთაველის სახელობის თეატრში თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი "პოსტსაბჭოთა შპაგატი" გაიმართა.
"ანთოლოგია კონცეპტუალური ხასიათისა იყო და საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო 30 წლის მოვლენების ლიტერატურულ დამუშავებას წარმოადგენდა", - განაცხადა ანთოლოგიის ავტორმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ანთოლოგიაში ბასა ჯანიკაშვილის "აბსურდისტანი" (ნაწყვეტი), დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" (ნაწყვეტი), ბესო ხვედელიძის "თაგვის გემო", აკა მორჩილაძის "ტერცო მონდო", ზაზა ბურჭულაძის "Passive attack", ლაშა ბუღაძის "ლიტერატურული ექსპრესი" (ნაწყვეტი) და ზაზა ბურჭულაძის "ადიბასია" შესული.
ნაწყვეტები ანთოლოგიიდან მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ წაიკითხა. ლიტერატურული საღამო მუსიკალურად კახი ჯაგაშვილმა მეგობრებთან ერთად გააფორმა.
ცნობისთვის, ანთოლოგიის გერმანული პრეზენტაცია 9 ოქტომბერს ფრანკფურტში წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე ფორუმ-დიალოგის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენად იქნა მიჩნეული.