მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული .. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ..- პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ბრალდებულის მიერ, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- და 260- კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.