ქათამი ორიგინალურად

ქათამი ორიგინალურად

მომზადების წესი:

 

პატარა ნაჭრებად დავჭრათ ქათამი, დავამარილოთ და მოვაყაროთ შავი პილპილი, ცალ-ცალკე ჯამებში მზად გვქონდეს გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ხახვი და ბრტყლად, (სქლად) დაჭრილი, მარილ წასმული კარტოფილი.

შემთბარ, ცოტა ცხიმწასმულ ქვაბში (სქელძირიანი ქვაბი უმჯობესია) დავყაროთ ერთი ფენა ხახვი, დავაწყოთ ერთ ფენად ქათმის ნაჭრები, მოვაყაროთ ერთ ფენად სტაფილო, მოვაყაროთ მწვანე ხახვი და ხმელი ქონდარი, დავაწყოთ ერთ ფენად კარტოფილი.

 

ესეთი მიმდინარეობით გავაგრძელოთ სანამ არ მორჩება ქათამი, თუ მოხდა და სტაფილო ან კარტოფილი არ გეყოთ, დაამატეთ. ბოლო ფენა გამოდის კარტოფილი, რომელსაც მოვასხავთ იმდენ მაონეზს, რომ კარგად დაფაროს ზედაპირი და მოვაყრით შავ პილპილს. მზადდება თავდახურულ ქვაბში, დაბალ ცეცხლზე, მორევა არ უნდა. როცა ნახავთ, რომ ქათამი მზადაა, ე. ი. კერძიც მზადაა..

 

საჭირო მასალა:

 

1 ქათამი

3-4 ცალი საშუალო სიდიდის სტაფილო,

4-5 ცალი საშუალო სიდიდის კარტოფილი,

ხმელი ქონდარი,

3-4 თავი ხახვი და ცოტა მწვანე ხახვი

1 დიდი ქილა მაიონეზი

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: თავკვერი