პრეზიდენტ შევარდნაძეს მეხი დაეცა

პრეზიდენტ შევარდნაძეს მეხი დაეცა

ვერ გეტყვით, საქართველოს პრეზიდენტს პუტინის წყევლა დაეწია გზაში თუ ადგილობრივი ოპოზიციისა, მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საძირკვლის ჩაყრის შემდეგ მას თბილისში დაბრუნება ძალიან გაუჭირდა.

როგორც შევიტყვეთ, თბილისში პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

ჭექა-ქუხილისა და მეხთატეხის ფონზე საფრენ აპარატს, რომელშიც ქართული პოლიტიკური ელიტა და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, მეხი დაეცა.

საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და პრეზიდენტის კორტეჟი კრწანისის რეზიდენციისაკენ გაეშურა.