"ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნოდ რამდენიმე მსხვილი შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის მოხვდნენ დეპუტატები, შემომწირველთა სიაშია პარლამენტის თავმდჯომარე კობახიძეც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა.
შემომწირველი დეპუტატების სია კი ასეთია:
ეკა ბესელია 4 000 ლარი;
გივი ჭიჭინაძე - 4 000 ლარი;
გია ვოლსკი- 4 000 ლარი;
ისკო დასენი - 5 000 ლარი;
თეიმურაზ ჭკუასელი - 4 000 ლარი;
ირაკლი მეზურნიშვილი - 4 000 ლარი;
ბექა ოდიშარია- 60 000 ლარი;
შემომწირველთა შორისაა ირაკლი ტრიპოლსკი - 4 000 ლარით.
22 -დან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში "ოცნების" კანდიდატს 60 000-60 000 ლარი შეწირეს - კონსტანტინე კაპანაძემ, ილია შონიამ, ვაჟა უსანეთაშვილმა, თენგიზ გავაშელმა, გიორგი გაგუამ, ზურაბ ჩხაიძემ, მაია გუდავაძემ და ივანე ბაქრაძემ, ხოლო 55 000 - 55 000 ლარი - ნიაზ ფხაკაძემ და გიორგი მშვილდაძემ.