დავით ფაცაცია: ზურაბიშვილი არ მისცემს შესაძლებლობას სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა კრიმინალებს თავისუფლებაზე ითარეშონ!

დავით ფაცაცია: ზურაბიშვილი არ მისცემს შესაძლებლობას სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა კრიმინალებს თავისუფლებაზე ითარეშონ!

დავით ფაცაცია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„მეგობრები ისევე როგორც თქვენ მეც ბევრ რამეზე ვარ გაბრაზებული, განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, დამნაშავეების არ დასჯამ შექმნა დაუსჯელობის გარემო, 2012 წლის აქტივის მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ არ დასაქმდა, არამედ უფრო რთულ მორალურ ვითარებაში აღმოჩნდა. სწორედ ამ ძირითადმა და პრინციპულმა გარემოებებმა განაპირობა ბევრის განაწყენება და არჩევნებზე არ მისვლა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ ჩვენი საქართველო და მისი მომავალი, არ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის და თავისუფლებისთვის, ისევე როგორც ჟიული შარტავამ, ისევე როგორც გურამ გაბისკირიამ, ისევე როგორც გიორგი ანწუხელიძემ, ისევე როგორც შინდისის გმირებმა, ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ საქართველოსთვის და არ მივცეთ ოკუპანტ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო დიდი დანაშაულის გაფიქრებისაც კი.

ამიტომ ყველა წყენის მიუხედავად ჩვენი ვალია დავდგეთ სიკეთის და სიმართლის მხარეს. აქვე მინდა გაგახსენოთ თუ როგორ იბრძოდა გმირი დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც შეეწირა სააკაშვილის რეჟიმს, გაგახსენოთ თუ როგორ ურყევად იდგა ია მეტრეველი, სალომე ზურაბიშვილი და ჩვენი სხვა თანამებრძოლები ნაცისტების ძალადობის წინააღმდეგ 2006-2012 წლებში და დარწმუნებული ვარ რომ ასევე ურყევად, სწორედ სალომე ზურაბიშვილი არ მისცემს შესაძლებლობას სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს, ადეიშვილს, მასტერას, მეგიზ ქარდავას, ვაშაძეს და სხვა კრიმინალებს თავისუფლებაზე თარეშის.

ამიტომ ყველა უნდა შევიკრათ, კიდევ ერთხელ ერთ მუშტად, ისე როგორც 2012 წელს და გადავარჩინოთ ჩვენი წილი საქართველო!

მე ვერთვები ბრძოლაში და გელოდებით ყველას!

ჩვენთან არს ღმერთი!“ - წერს ფაცაცია.