ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„1990 წლიდან 2003-მდე ხომაა 13 წელი, ამას დაუმატეთ ნაცების 9, მერე ოცნების -6, ხომაა 28 წელი და სულ რამდენია ადამიანის ზრდასრულობის ასაკი და მერე სიცოცხლის ხანგრძლივობის? გავიდა ცხოვრება იმისისტობა და ამისისტომაში, ამასობაში ნახევარი საქართველო გაიფანტა და გადაიხვეწა ლუკმა-პურის საძებნელად, მოგვეცით საშუალება ვიარსებოთ , დავრჩეთ ჩვენს ქვეყანაში, ვიგრძნოთ, რომ ჩვენც საჭირონი ვართ და ეს ქვეყანა ჩვენიცაა, ვიღაც გაპეყილი და დაუმსახურებლად მოსული ჩინოვნიკის კეთილგანწყობაზე და შემოხედვაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩემი ხვალინდელი დღე და ეს ხმა სახვეწარი არ გაგიხდებათ?
ყველაზე დიდი სიმართლე ხალხშია და მოუსმინეთ ხალხს. მე კი ხმას ყოველთვის ნაცების წინააღმდეგ მივცემ სულ რომ მშვიდობის ნობელიანტები წარმოგვიდგინონ ... ოცნებას კი გაცილებით მეტს მოვთხოვ , მეორე ტურში რომ გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება მარტო გამარჯვება კი არა უუუუდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთი იქნება, რომელიც ოცნებამ და ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა ზიდოს, ახლა თავი მოიკალით და გავიმარჯვოთ, თორემ გა-ნაც-რისფერებულ დღეებს მეტს ვეღარ გადავიტანთ, ასე თა-ნაც-ხოვრება შეუძლებელია, ესაა ჩემი გა-ნაც-ხადი!!!
შპარგალკა ხელისუფლებას!
ახლა რომ ბრძანებთ, ანალიზს ვაკეთებთ და შეცდომები უნდა გამოვასწოროთო, მარტო ანალიზი რას გვიშველის, ახლა შოკის დარბაზში სასწრაფო კვლევები გჭირდებათ - კატე, ემერაი, დოპლეროგრაფია, ლითოტრიპსია,გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ცისტოსკოპია და მგონი, რეანიმაციაც... დროზე ქენით და კვლევის შედეგები გვაცნობეთ, თორემ კულიოკი იმისთანა გიჟს აქვს ჩალაგებული და ჩვენსკენ მოიწევს, რომ ერთი ფსიქიატრიული არ ეყოფა!!! მე ყოველშემთხვევისთვის, ბაწარზე ვჩალიჩობ, სხვა არაფერი შემიძლია, იქნებ ჩავუსაფრდე და სადმე დავაბა - ღორთან უნდა მივიდე ჯაგარის სათხოვნელად, იმანაც თუ არ გამიჭედა და ქრთამები არ მომთხოვა...ეეეჰ, რა ვიცოდი იმ ბედნიერ ბავშვობაში ზღაპრის ეს სიუჟეტი ასე თუ დამჭირდებოდა!!!" - წერს ნინო კვაჭანტირაძე.