"ეეე, ბიჭოოო, ცოტა ნელა რა!" - მედიაექსპერტი სააკაშვილს აუმხედრდა

მედიაექსპერტი ნინო დანელია სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილისადმი გაკეთებულ განცხადებასეხმაურება.

"ეეე, ბიჭოოო, ცოტა ნელა რა! სააკაშვილს ვინმემ გააგებინეთ თუ ეს შესაძლებელია, რომ ასეთი ტონით ლაპარაკის გამოც უთხრა მას უარი ქართულმა საზოგადოებამ და თითების ქნევას მორჩეს!" - წერს დანელია.

გუშინ სააკაშვილი გადაცემა “არჩევანში” პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, თამარ ჩუგოშვილზე ასეთი რამ თქვა:

"როდესაც ჩუგოშვილი, ვინმე ჩუგოშვილი იძახის, სააკაშვილის დროს შეუძლებელი იყო ხელისუფლების გადაცემა, უკაცრავად, გოგოო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე”.