"გოგოო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე!" - სააკაშვილი ჩუგოშვილს

მიხეილ სააკაშვილი გადაცემა “არჩევანში” პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, თამარ ჩუგოშვილზე საუბრობს:

"როდესაც ჩუგოშვილი, ვინმე ჩუგოშვილი იძახის, სააკაშვილის დროს შეუძლებელი იყო ხელისუფლების გადაცემა, უკაცრავად, გოგოო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე”- ასე მიმართავს მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს.

თამარ ჩუგოშვილი კი ვიდეოს საკუთარ “ფეისბუქზე” აზიარებს და პასუხობს ასე სააკაშვილს:

"დაიწყო უკვე მუქარები!“