პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარტიის ტავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.
ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ დახურულ შეხვედრას, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბიშვილმა, ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთა:
"რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. ვერ გავჩერდები, ძალიან მეჩქარება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.