"მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა! არც წვერის გაპარსვას ვაპირებ და ვიღაცებს ნურც იმის იმედი ექნება, რომ აწი თაფლად დავიღვრები"- ვანო პავლიაშვილი

ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ფარულ ჩანაწერებში ნახსენებ „წვერიანი კაცზე“ საუბრობს, რომელიც პოლიტიკურ ელიტებს ნერვებს უშლის და აცხადებს, რომ ის "წვერიანი კაცი" თავადაა და არ აპირებს არც იმიჯის შეცვლას და არც ენის დატკბობას:

- როგორ ფიქრობთ ის „წვერებიანი კაცი“ თქვენ ხართ, რომელზეც ფარულ ჩანაწერებში ლევან ყოფიანი საუბრობს?

-„იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ღიად თქვა, რომ „იბერიადან“ ჩემს გაშვებას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი ჩვენს არხზე აკაკი გოგიჩაიშვილის გამოჩენაც არ მოეწონათ. შესაბმისად, კი არ ვფქირობ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახლა სწორედ იმ „წვერიან კაცს“ ესაუბრებით, რომელიც პოლიტიკურ ელიტებს ნერვებს უშლის! ისე, არც წვრის გაპარსვას ვაპირებ და ვიღაცებს ნურც იმის იმედი ექნება, რომ აწი თაფლად და შაქრად დავიღვრები. ძალიან ბევრი წლის წინ, ერთმა თანამდებობის პირმა, რომელიც მაშინდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანად ითვლებოდა, მახსოვს, შოკოლადი მაჭამა, ეგებ, ენა დაიტკბოო, მაგრამ სულ ტყუილად - მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა! ახლა კი, მხოლოდ შავ შოკოლადს ვჭამ. შავი შოკოლადი კი ისეც მწარეა (იღიმის).

- ენის დასატკობაბად შოკოლადი რომელმა გავლენიანმა თანამდებობის პირმა გაჭამათ?

- თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ გეტყვით: კახა თრგამაძემ, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო და რომელსაც „რკინის კაცს“ ეძახნდნენ!