„დაგვცინიან... შვილებს გვიხოცავენ... შსს-მ კარვების დადგმის საქმის სასამართლოს გასაიდუმლოება მოითხოვა“

„დაგვცინიან... შვილებს გვიხოცავენ... შსს-მ კარვების დადგმის საქმის სასამართლოს გასაიდუმლოება მოითხოვა“

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ავრცელებს ინფრომაციას, რომ ე.წ. კარვების სასამართლო დაიხურა. ამის შესახებ სარალიძე „ფეისბუკზე“ წერს:

„კარვების სასამართლო პროცესის გასაიდულოება მოითხოვა შსს-მ. არგუმენტი, რომლის წარმოდგენაც ამდენი ხანია ვერ შეძლო შსს-ს წარმომადგენლებმა, რის საფუძველზეც გვიკრძალავენ კარვების დადგმას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.

დაგვცინიან ბოლომდე. ესეც ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო.

შვილებს გვიხოცავენ, მკვლელები რესტორნიდან რესტორანში გადადიან და ჩვენ სამართლის აღდგენის მოთხოვნის უფლებას გვიკრძალავენ.“