20 წლის გურჯაანელი სპორტსმენი ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა

20 წლის გურჯაანელი სპორტსმენი ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები სპორტსმენი, 20 წლის ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მას გული გაუჩერდა.

ლაშა მღებრიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო, ბოლო პერიოდში ის რაგბიში ვარჯიშობდა.