მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნად დანიშვნის გამო კრემლი აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესებას არ ელოდება - იატაკზე დაბლა დაცემა შეუძლებელია

მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნად დანიშვნის გამო კრემლი აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესებას არ ელოდება - იატაკზე დაბლა დაცემა შეუძლებელია

სახელმწიფო მდივნად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის, მაიკ პომპეოს დანიშვნის გამო კრემლი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესებას არ ელოდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იატაკზე დაბლა დაცემა შეუძლებელია. ამ კუთხით ურთიერთობების გაუარესების შიში არ გვექნება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში რჩება კონსტრუქციულობისა და ფხიზელი მიდგომის იმედი. ეს იმედი ყოველთვის იარსებებს“, - აღნიშნა პესკოვმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სახელმწიფო მდივნის პოსტი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსმა მაიკ პომპეომ დაიკავა.