პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

ამ წუთებში, “ქართული ოცნების“ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს ხვდებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ ისაუბრებენ. 

“როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხებზე არის ხოლმე მსჯელობა. კონკრეტული დღის წესრიგი ცნობილი არ არის, თუმცა დიახ, ისეთი შეხვედრა იქნება, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

რაც შეეხება დეპუტატებს, უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, სხვა თემებთან ერთად დღეს ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატზეც იქნება მსჯელობა.

„ამ საკითხზეც იქნება საუბარი და როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაიგებთ. მე ყველა კანდიდატურას, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, იდეებს და რომელიც ისარგებლებს ადგილობრივების მხარდაჭერით, მივესალმები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.