რუსეთი არ აპირებს დიდი ბრიტანეთის ულტიმატუმს უპასუხოს, ვიდრე სკრიპალის საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება

რუსეთი არ აპირებს დიდი ბრიტანეთის ულტიმატუმს უპასუხოს, ვიდრე სკრიპალის საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება

მოსკოვმა უარი თქვა სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ლონდონის მოთხოვნებზე პასუხი გაეცა, - წერს „დოიჩე ველე“. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს დიდი ბრიტანეთის ულტიმატუმს უპასუხოს მანამ, სანამ საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება.

კერძოდ, მოსკოვი მოითხოვს, რომ სკრიპალის წინააღმდეგ გამოყენებულ მომწამლავ ნივთიერებას გაეცნოს. ლავროვის თქმით, ასეთი პროცედურები აუცილებელია, ვინაიდან ყოფილი აგენტის ქალიშვილი რუსეთის მოქალაქეა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ადრეც მოითხოვა მასალებზე წვდომის უფლება, მაგრამ უარი მიიღო.

გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალი, ”დიდი ალბათობით”, რუსეთს მიუძღვის.

სკრიპალთან დაკავშირებული შემთხვევა ჰგავს 2006 წელს რადიოაქტიური პოლონიუმ-210-ით ФСБ-ს ყოფილი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის ფაქტს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ლიტვინენკო ლონდონში ФСБ-ს მითითებით მოწამლეს.