გიორგი კვირიკაშვილი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში, დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.

არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება.