ბორჯომში, იმ ადგილზე, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული

ბორჯომში, იმ ადგილზე, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული

ბორჯომში, ძველი გამგეობის შენობასთან, იმ ადგილზე, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.

საკრებულოს მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით, 17:00 საათზე აქციის გამართვას გეგმავენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ცდილობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაფერხოს.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ზაზა ჩაჩანიძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.