“სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვთ წაგებული ფსევდო-ოპოზიციას. ძირითადი გათვლა ამ მანქურთების არის 4 რიცხვი.”- წერს X-ზე გიორგი გამსახურდია.
გამსახურდია 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ “4 რიცხვში უნდათ ხალხის წაყვანა, მაგრამ არც ავტორიტეტი აქვთ, არც თანხა და ხალხი კიდევ ამათ არსად არ მიყვება”.
“მოკლედ, ესეთი ამბებია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვთ წაგებული ფსევდო-ოპოზიციას. ძირითადი გათვლა ამ მანქურთების არის 4 რიცხვი. 4 რიცხვში უნდათ ხალხის წაყვანა, მაგრამ არც ავტორიტეტი აქვთ, არც თანხა და ხალხი კიდევ ამათ არსად არ მიყვება. წაიყვანენ მაქსიმუმ რადიკალ სექტნატებს, რომელთა რაოდენობა 100 კაცამდეც არ იქნება. ძირითადი გათვლა აქვთ, ამ თავიანთ კორუმპირებულ და უსამშობლო ყოფილ ძალოვნებზე, რომლებსაც ერთი ხმამაღლა რომ დაუყვირო, გრაკალის მკითხავიც ვერ იპოვის. მოკლედ მეგობრებო, ძალიან კარგად მივდივართ და გვექნება მაგარი შედეგები. დანარჩენი კიდევ, უკანონობაზე ხელი წაუცდებათ და რუსული ბანი ნამდვილად ვერ უშველით. ვაგრძელებ ადგილზე ყოფნას და მაქსიმალურად ჩვენი ხალხის გვერდში დგომას, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია.”- წერს გამსახურდია.