დონალდ ტრამპი: თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ბაზას ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება

დონალდ ტრამპი: თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ბაზას ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში მდებარე ამერიკული ავიაბაზის, ბაგრამის დაბრუნების სურვილის შესახებ განაცხადა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის ამ მიზნის მისაღწევად ავღანეთში სამხედროების გაგზავნას, ტრამპმა ასეთი პასუხი გასცა:

ახლა ვესაუბრებით ავღანეთს და გვსურს ბაზის რაც შეიძლება მალე დაბრუნება. თუ ისინი მას არ დააბრუნებენ, გაიგებთ, რას ვიზამ მე“.

ანამდე კი ტრამპმა ამ თემაზე პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში, Trurh Social-ში გამოაქვეყნა.

თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ბაზას მათ, ვინც ის ააშენა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

მარბიელი ამას მგონი დააჯდა "აი ის" ბუზი! ავღანეთში შესულები სამარცხვინოდ გამოგაპანჩურეს და ახლა შეხვალ? იქნებ ნარკოტიკებზე დაუწესო ტარიფი? :))
1 საათის უკან