" "ტვ პირველს", "ფორმულას" და ამ მანქურთების სხვა ტელევიზიებს შეტევის ობიექტად მამუკა მდინარაძე ჰყავთ, ეგ იმის ინდიკატორია, რომ მამუკამ აშკარად მწარედ დააბიჯა კუდზე ფეხი"

ტვ პირველი, ფორმულა და სხვა ამ მანქურთების ტელევიზიები რომ ჭორბიუროს ყველაზე დაბალ დონედ იქცა, ეს არახალია. ახლა შეტევის ობიექტად მამუკა მდინარაძე ჰყავთ, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

მისი განცხადებით, მდინარაძეზე შეტევა იმის ნიშანია, რომ მან "მწარედ დააბიჯა კუდზე ფეხი კორუმპირებულებს და სანაცეთს".

"ტვ პირველი, ფორმულა და სხვა ამ მანქურთების ტელევიზიები რომ ჭორბიუროს ყველაზე დაბალ დონედ იქცა, ეს არახალია. ახლა შეტევის ობიექტად მამუკა მდინარაძე ჰყავთ. ეგ იმის ინდიკატორია, რომ მამუკამ აშკარად მწარედ დააბიჯა კუდზე ფეხი კორუმპირებულს და "სანაცეთს" ( ეს ორი რამე, ერთი მცნებაა). კარგია ეს მათი ცრუ ფაქტებზე ჟივილ-ხივილი, .. სწორად აკეთებს ადამიანი რასაც აკეთებს. თქვენთვის მოსაწონს, მამუკა ვერ იზამს და არც უქნია. წარმატებები მამუკას და ფსევდო-ოპოზიციას კიდევ, შალიკოს ფანჩატური 4 რიცხვის მერე." - წერს გამსახურდია.

 

 

მარბიელი ამ დილით ტვ-ა-მა "ყველგანმავალ" ბესელიაზე დაყრდნობით ჭორი გაავრცელა, რომ გომელაური მდინარაძის საკონტროლებლად ივანიშვილმა პარტიის ოფისში დასვაო; პარალელურად ფორმულა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გომელაურს დღეს არა, ხვალ დაიჭერენო... ამ პირქვე... ერთმანეთში მაინც გადაამოწმონ ჭორები, რომ არ გაიხლართონ :))
2 საათის უკან