გულწრფელად ვისურვებდი, რომ როდესაც რომელიმე თემაზე საკამათოდ მოდიან ადამიანები პარლამენტში, მოვიდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებული და არა ტელევიზიებისთვის გამოთქმული მესიჯებით, არაკორექტული გამოთქმებით და პიარ-სტრატეგიებით", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.
რაც შეეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს, მდინარაძის თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ მიუხედავად უმრავლესობის ძალიან დიდი ნაწილის მყარი პოზიციისა, გრძელდება მსჯელობა.
”დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოხატულება იყო. გულწრფელად სურდა პარლემენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ძალიან დიდ ნაწილს, რომ მოგვესმინა არგუმენტები, მაგრამ როგორც ვხედავთ, საქმე იქით მიდის, რომ არ არსებობს არგუმენტები და როდესაც არ არსებობს, მაშინ არ ხდება იმ ინიციატივების გაზიარება, რომელსაც შესაბამისი საფუძველი ვერ ამყარებს",- განაცხადა მდინარაძემ.