ნბისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე „ლავასოღლი“, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერი დღეს აგებს პასუხს კანონის წინაშე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც და კუნჭულშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე „ლავასოღლი“, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერი დღეს აგებს პასუხს კანონის წინაშე, წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს დღე დადგება და როდის - დღეს, ხვალ, თუ ზეგ, არ ვიცი“, - განაცხადა სუბარმა.
როგორც ცნობილია, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია განახორციელა. ამ დროისთვის სააკაშვილი ჰოლანდიაში იმყოფება, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აიღო.