ამ წუთებში დასრულდა საპარლამენტო უმრავლესობასთან ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრა. საპარლამენტო გუნდთან მინისტრმა ახალი ინიციატივები და რეფორმის პროექტი განიხილა.
“ფინანსთა მინისტრთან შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. იწყება რეფორმების ახალი ეტაპი, რომელიც იმ ადამიანებს, ვინც შრომობს, მოუტანს მეტ შემოსავალს. ახალი, უფრო ძლიერი ეკონომიკის ეტაპი იწყება, რომლითაც სარგებელს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მიიღებს. ამ რეფორმებს უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს”, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.52