ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება არადემოკრატიული ფორმით მოხდა და ევროკავშირმა მისი უფლებები უნდა დაიცვას.
"მე გამოვხატავ ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას, რომ ეს იყო ძალიან არადემოკრატიული ფორმა უკრაინული მხარის მხრიდან. ახლა არის პრობლემა პოლონეთისთვის, ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პროსააკაშვილისეული პოლიტიკური ჯგუფები ან პარტიები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიცავთ და უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლებები, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით. ეს არის უკრაინის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ისტორიის გაგრძელება, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და რეაქცია იქნება ევროპის პარლამენტში", - განაცხადა მამიკინსმა.
თუ როგორი იქნება რეაგირება, მამიკინსის თქმით, ეროპარლამენტის დეპუტატების გადასაწყვეტია, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას და შეშფოთებას მომხდართან დაკავშირებით.
ამასთან, მამიკინსის აზრით, ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურია.