ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც

ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც

სასიამოვნო არაფერია იმაში, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ, - ამის შესახებ ”შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, ეს, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელია და მეორე მხრივ, დამაფიქრებელი, თუმცა ”საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეს გზა აირჩია”.

”სასიამოვნო არაფერია იმაში, რა კადრებიც ვიხილეთ. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გზა აირჩია ყოფილმა პრეზიდენტმა. რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ, უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება მასთან დაკავშირებით. იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.