ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ პოლიტიკოსის გატაცების საქმეზე უკრაინის პოლიციაში განცხადება შეიტანა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ შეიტანა განცხადება პოლიტიკოსის გატაცებასთან დაკავშირებით. განცხადება შეტანილია ტელეფონის მეშვეობით შსს-ს პეჩორსკის რაიონულ განყოფილებაში. პოლიციამ ახსნა-განმარტება ჩამოართვა რესტორნის თანამშრომლებს, ასევე მათ, ვინც გატაცების მომენტში მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიაში ასევე აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიევის აეროპორტებში - „ბორისპოლსა“ და „ჟულიანში“ მორიგეობენ.