საქართველოში საწვავის ფალსიფიცირების ეპოქა თითქოს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ დაიწყო საავტომობილო ზეთების ფალიფიკაცია. ყველა ავტომფლობელს მოეხსენება, რომ მანქანის მუშაობას უხარისხო ზეთი გაცილებით დიდ პრობლემას უქმნის, ვიდრე უხარისხო საწვავი. ფალსიფიცირების მასშტაბებმა უკვე 60%-ს გადააჭარბა.
უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ნავთობპროდუქტებსა და საავტომობილო ზეთებზე მონიტორინგი გამკაცრდება. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი პარლამენტსა და ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ ბაზარზე საწვავსა და საავტომობილო ზეთების ფალსიფიკაცია აღმოიფხვრას.
მზადდება საკანონმდებლო ინიცაიტივაც, თუმცა პირველი ეტაპისათვის საავტომობილო ზეთების ხარისხის შემოწმება და მონიტორინგი დაიწყება, რომელიც დღეისათვის ნებაყოფლობითია და კომპანიას საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია შეამოწმოს ან არ შეამოწმოს საწვავის ხარისხი.
კავშირის თავმჯდომარის მოადგილის ვახტანგ იობაშვილის განმარტებით, ხარისხის შემოწმება კომპანიისათვის ძვირი არ ჯდება, თუმცა მას საიმიჯო ხასიათი აქვს და ის ნებისმიერი კომპანიისათვის სასურველი პროცედურა უნდა იყოს. ქვეყანაში შემოტანილ თითო პარტიაზე საწვავის ხარისხის შემოწმება კავშირში 600 ლარი ჯდება, ხოლო სხვა ლაბორატირიებში 1500 ლარი.
”უკონტროლობას ყოველთვის მოაქვს ანარქია. ამიტომ უნდა დაიწყოს ხარისხის კონტროლი, როგორც საქონლის იმპორტისას საბაჟოებზე, ასევე შიდა ბაზარზე. დღეს ქვეყანაში არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელსაც ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და იმპორტირებული ნავთობპროდიუქტებიც ამ სტანდარტებთან უნდა იყოს შესაბამისომაში, რომელიც თავის მხრივ, მიახლოვებულია ევროპულ სტანდარტებთან”, - განაცხადა იობაშვილმა.
ორიოდე დღის წინა ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა საავტომობილო ზეთებთან დაკავშირებით მართლაც, რომ სკანდალური კვლევა წარმოადგინა.
“ბოლო პერიოდში საავტომობილო ზეთების ბაზარზე გახშირდა შეთხვევები, როცა ცნობილი ბრენდების მეორადი ზეთების ჭურჭელში ხდება სხვა გაურკვეველი წარმოშობისა და ხარისხის სითხის ჩასხმა და რეალიზება (ეხება ყველა კატეგორიის საავტომობილო ზეთს), როგორც ბრენდირებულის. აღნიშნულმა პრობლემამ საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. ამით, ძირითადად, დაკავებულები არიან საავტომობილო ზეთების გამოცვლის ობიექტები.
ეს ხდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. სითხედ იყენებენ როგორც გამოცვლილ ზეთს, ასევე დაბალი ხარისხის ზეთს. ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოდის სავსევით ლეგალურად ყველა საბაჟო პროცედურების გავლით, თუმცა მათ ნაკლები კავშირი აქვს ზეთებთან თავისი ხარისხიდან გამომდინარე. ასეთი 1 ლიტრი ზეთის ღირებული 3-4 ლარის ფარგლებშია მაშინ, როდესაც ბრენდირებული საავტომობილო ზეთები კატეგორიების მიხედვით მასზე 3-ჯერ, 4-ჯერ და უფრო მეტადაც ძვირია. აქედან გამომდინარე, მატერიალური დაინტერესება ამ “ფალსიფიკატორებისათვის” საკმაოდ დიდია.
იქიდან გამომდინარე, რომ უხარისხო ზეთები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სამანქანო ზეთების რეალიზაციებში. ეს თავისთავად განაპირობებს იმას, რომ კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად მუშაობდნენ, იკავებდნენ თავის ადგილს კონკურენციის პირობებში, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან”, - აცხადებს კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში საავტომობილო ზეთების ბაზრის 60%-ზე მეტი ფალსიფიცირებულია. მომხმარებელი მაღალი ფასის გადახდის შემთხვევაშიც კი არ არის გარანტირებული, რომ არაფალსიფიცირებულ პროდუქციას არ მიიღებს. მინიმუმ ყოველი მეორე ავტომფლობელი მოტყუებული, ხოლო ავტომობილი დაზიანებისათვის განწირულია.
“ყოველივე ამით დაზარალებულები არიან როგორც კომპანიები, სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე მომხმარებლები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ახორციელებენ მათთვის სასურველი ბრენდის საავტომობილო ზეთის შეძენას, თუმცა სინამდვილეში ყიდულებენ ფალსიფიცირებულ, გაურკვეველი წარმოშობის საავტომობილო ზეთს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას. თუმცა შედეგი მათთვის უარყოფითი იქნება, რადგან აღნიშნული ზეთი გააფუჭებს ავტომობილის ძრავს”, - აცხადებს მთვრალაშვილი.