თათარბერაგი

თათარბერაგი

ეს გახლავთ ჯავახური საჭმელი და კეთდება შემდეგნაირად:

მოზილავთ ცომს. (იგივე ხინკლის ცომი), გააბტყელებთ ფიცარზე გაცილებით თხლად, ვიდრე ხინკლების დროს იჭრება ცომი. ამ გაბრტყელებულ ცომს დაჭრით რომბებად, როგორც გოზინაყს ჭრიან ისე. მანამდე ცეცხლზე დგას წყალი და დუღდება. კარგად რომ ადუღდება, ყრით მარილს და შემდეგ ამ რომბებად დაჭრილ ცომს. და ელოდებით როდის მოიხარშება.

ამასობაში, ცალკე ამზადებთ:

1) გაფცქვნით ხახვს და მოშუშავთ/მოხრაკავთ ზეთში კარგად ტაფაზე.

2) ნიორს ვნაყავთ და ხსნით წყალში ჭიქაში. 

3) მაცივრიდან გამოიღებთ კარგ მაწონს და დადგავთ მაგიდაზე.

ამასობაში ჩვენი ცომი მოიხარშება და გადმოგვაქვს თეფშებზე. ცომზე მოვასხავთ ხახვს, ნიორწყალს და მაწონს. ავურევთ ან არ ავურევთ. და მივირთმევთ ჩანგლით. განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც არ უყვარს ხინკალი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ტრადიციული წესით დაყენებული რქაწითელი