დიდ ბრიტანეთში ერთი ბოთლი ვისკის ღირებულების მსოფლიო რეკორდი მოიხსნა. 29 ათას ოთხას გირვანქა სტერლინგად "ბოუმორის" მარკის ვისკის ბოთლი უცნობმა მყიდველმა აუქციონზე 29 ათას ოთხას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ეს სასმელი 1850 წელს არის ჩამოსხმული.
შოტლანდიის სახელგანთქმულ კუნძულ აილიზე. ვისკის თავდაპირველი ფასი 15 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. ყველაზე ძველი ბოთლისთვის აუქციონზე დიდი ბრძოლა გაიმართა. ანონიმმა მყიდველმა, რომელმაც საბოლოოდ 160-წლიანი დაძველების სასმელი ჩაიგდო ხელში, აუქციონში ტელეფონით მიიღო მონაწილეობა.