ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვითი საშუალებები გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა. 

„აშშ-მა გადაწყვეტილება მიიღო უკრაინას მიაწოდოს თავდაცვითი საშუალებები. ამის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას შევუწყოთ ხელი, რათა დაცული იყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და შემდგომი აგრესიის შეკავება მოხდეს“, - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა. 

მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარებას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს.

„როგორც ყოველთვის ვამბობდით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, მას აქვს უფლება თავი დაიცვას“, - დასძინა მან.