პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას გამოსვლას კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ნიკა მელია სხდომათა დარბაზში ჩავიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ისხდნენ.
ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართ მანდატურებს, რომ მელია პარლამენტის სხდომათადარბაზიდან გაეყვანათ, თუმცა მელიამ დარბაზი არ დატოვა.
ამ დროისთვის სხდომა კვლავ გრძელდება.