გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში თანაგრძნობა გამოხატა იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, რომლებიც გასული კვირის მოვლენებს შეეწირნენ

გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში თანაგრძნობა გამოხატა იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, რომლებიც გასული კვირის მოვლენებს შეეწირნენ

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში თანაგრძნობა გამოხატა იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, რომლებიც გასული კვირის მოვლენებს შეეწირნენ, ეს იყო ბათუმშის სასტუმრო „ლეოგრადში" მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილები და თბილისში სპეცოპერაცის დროს დაღუპული სპეცრაზმელი.

მისი შეფასებით სწორედ სპეციალური სამსახურების პროფესიონალიზმმა და თავგანწირვამ აგვაცილა კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი. თუმცა, მისი თქმით, ჩვენს საზოგადოებას არ აქვს შესაბამისი  უნარ-ჩვევები და ინფორმაცია, რა უნდა გააკეთონ კატასტროფების დროს, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში.

„ჩვენს დარბაზში რამდენმა ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ  მიწისძვრის დროს, ხანძრის დროს და ა.შ.

სკოლებში არის გარკვეული გაკვეთილები, მაგრამ ისინი უფრო უკეთ უნდა იყოს ორგანიზაებული. უნარ-ჩვევები უნდა შევიძინოთ, უნდა იყოს ე.წ. სასწავლო განგაში. მაგალითად, ამერიკის სკოლებში სპეციალურად ასწავლიან, ტრენინგებს უტარებენ, საწავლო განგაშს აწყობენ რომ იცოდნენ ადამიანებმა რა დროს რა უნდა გააკეთონ.

საერთოდ უნდა ავწიოთ ეს კულტურა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სამასპინძლო ბიზნესში ჩართული ადამიანების ტრენინგებს, რომ ისინი დაეხმარონ სასტუმროში მყოფ ადამიანებს.

ამ კულტურის აწევისთვის ჩვენ გვჭირდება სერიოზული მუშაობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მუშობა ჩავატაროთ ისე, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ თანამედროვე პირობებში  გვაქვს", განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება ექსტრემალურ სიტუაციებში ჟურნალისტების საქმიანობაზე. მისი თქმით, „ჟურნალისტის ინტერესია გააშუქოს მოვლენები. არსებობს ამის რეგულაციები, მაგრამ როცა სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ როგორ გადიან  ჟურნალისტები ცეცხლის ხაზზე და სხვა, არ დაგვავიწყდეს, რომ მათ აქვთ სპეციალური აკრედიტაცია საშიშ გარემოებაში მუშაობისთვის, არიან ასეთ სიტუაციაში არაერთხელ გამოცდილი ადამიანები და ნებისმიერი ჟურნალისტი არ შეიძლება იქ წავიდეს, რადგან ეს არის უფრო მეტი მსხვერპლიდს მოტანის შეაძლებლობა".

დეპუტატმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მოზარდი თობა, ყველა სამსახურის თანამშრომელი და მოსახლეობა მეტად უნდა გავაცნობიეროთ ასეთ საკითხებში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ დაზღვეული არც ადამიანების ხელით მოწყობილი და არც ბუნებრივი მოვლენების გამო გამოწვეული   კატასტროფებისგან", განაცხადა გუგული მაღრაძემ