კობა ნარჩემაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ბოლო დღეებში დატრიალებულ ტრაგედიას და სპეცოპერაციას

კობა ნარჩემაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ბოლო დღეებში დატრიალებულ ტრაგედიას და სპეცოპერაციას

„საუბარია იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც ისმის ბოლო პერიოდში როგორც პრესაში, ასევე პარლამენტის ტრიბუნებიდან ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, იმ ვადებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩატარდა სპეცოპერაცია, ასევე დაგეგმვასა და მის შედეგებთან დაკავშირებით. ამ საკითხების გაშუქებისას როგორც პრესას, ასევე პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური კუთვნილება.", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

თავად ოპერაციასთან დაკავშირებით კი მან განაცხადა, „რომ არა დროში გაგრძელებული ოპერაცია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში ხორციელდებოდა , შეიძლებოდა მშვიდობიან მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი ყოფილიყო".

 კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურების მოქმედების შედეგად, დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში თავიდან იქნა აცილებული. მისი თქმით, ოპერაცია რომ დაჩქარებულიყო, მოსახლეობის გარდა, მსხვერპლი დიდი იქნებოდა თვით სპეცრაზმელთა რიგებშიც.

რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, უამრავი მოქმედებებია ჩასატარებელი, გვმართებს მოთმინება, უნდა ვაცალოთ საგამოძიებო ორგანოებს, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია მივცეთ შეფასებები.