5G ინტერნეტი 2020 წელს - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის ფარგლებში

5G ინტერნეტი 2020 წელს - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის ფარგლებში

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ციფრული კავშირის პანელზე  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა ლორენს მერედიტმა 5G ინტერნეტის განვითარების და მობილური კავშირის მოხმარების გაზრდის შესახებ ისაუბრა: „ერთიანი ციფრული ბაზარი ევროკომისიის  ათი  პრიორიტეტიდან ერთ-ერთია.  პრაქტიკაში ეს შემდეგნაირად გამოიყურება: 500 მილიონი მომხმარებელი გვყავს და ჩვენი მიზანია, 5G-ს განვითარებისთვის  2020 წლისთვის 700 მილიონი ევროს ინვესტირება განვახორციელოთ. მობილური კავშირის მოხმარება ათასჯერ გაიზრდება,  სმარტფონების ოდენობის გაზრდა - 100-ჯერ,   მონაცემების გაცვლაც 100-ჯერ უფრო მეტად ეფექტური იქნება 4G-სთან შედარებით.“-განაცხადა ლორენს მერედიტმა.