იუსტიციის მინისტრის განცხადებით,სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი

იუსტიციის მინისტრის განცხადებით,სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე განიხილა და ერთხმად თქვა: „დაკავება იყო კანონიერი“.

ამის შესახებ წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ყველას შეგიძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხოთ. ორი განცხადება იყო, სტრასბურგის სასამართლო წერს: ქუთაისის სასამართლომ აბსოლუტუტრად კანონიერად შეუფარდა მერაბიშვილს სასჯელი. გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს აბსოლუტურად კანონიერი იყო. ხოლო, როდესაც მერაბიშვილმა დააყენა შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობა არასაპატიმრობით, რომელიც შეიძლება გიარაო ყოფილიყო, ქუთაისის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დიდმა პალატამ საქმე შეისწავლა და 17 მოსამართლემ ერთხმად თქვა: დაკავება იყო კანონიერი. ასევე განიხილა წინასწარი პატიმრობის შეფარდება და თქვა - ესეც იყო კანონიერი. თუმცა ერთ-ერთმა მოსამართლემ ზედაპირულად განიხილა მერაბიშვილის შუამდგომლობა, ანუ აქ იგულისმება, რომ მოსამართლეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი უკეთ უნდა დაესაფისინებინა“, - აღნიშნა წულუკიანმა.