„დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში ქ. თბილისის პროკურატურაში მოსწავლეებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენება გაიმართა

„დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში ქ. თბილისის პროკურატურაში მოსწავლეებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენება გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში ქ. თბილისის პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენების შემდეგ, პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა  საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან  დისკუსია გაიმართეს და  ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებულ სირთულეებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე  განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა საზოგადებაში არსებული სტერეოტიპები, დანაშაულის შედეგები, დაზარალებულთა მიერ დანაშაულის განუცხადებლობის მიზეზები და ამ დანაშაულის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა პროკურატურის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე  მიიღეს ინფორმაცია და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. 

 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით  „დაზარალებულთა კვირეული“ იმართება.  კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.