აშშ-ს მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს

აშშ-ს მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს

მოსკოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„რუსული მხარე ყურადღებას ამახვილებს თბილისსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის საფრთხეზე. ახლახან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდება დაამტკიცეს. ეს აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა 2008 წლის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „აშშ-ს დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება“.

„რუსეთი ამგვარ სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ თბილისის წაქეზებად აფასებს“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.