კარგია ყველაფერი უფასო

კარგია ყველაფერი უფასო

დღესდღეობით დეპუტატებს რკინიგზის ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება.

„საწყალი მოლარეები დაფეთებულები არიან, დეპუტატის მოწმობას უჩვენებთ და ისინიც უსიტყვოდ გაძლევენ ბილეთს. მარტო მაგათ ვინ ჩივის, მათი ნათესავ-მეგობრებიც ჩვენს კისერზე სხედან“, - განუცხადა „ალიას“ რკინიგზის დეპარტამენტის სამგზავრო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ნოდარ კორძაიამ.

არადა, კანონი, რომელიც დეპუტატს უფასოდ მგზავრობის უფლებას აძლევს, არ არსებობს.

ჩვენი კანონმდებლები კი, თურმე, უკანონო შეღავათით არ კმაყოფილდებიან და პარლამენტში უფასოდ აღებულ ბილეთებს ასანაზღაურებლად წარადგენენ.