გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით უფრო საჭირო ვიქნები ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატურა

გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით უფრო საჭირო ვიქნები ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატურა

მიმაჩნია, რომ გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით უფრო საჭირო ვიქნები ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატურა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, გამოიძებნოს სხვა ფორმა ნდობის ჯგუფის დასაკომპლექტებად.

„არ ვიცი ამას ჭირდება რეგლამენტის შეცვლა თუ არა, მაგრამ ცუდია, რომ ნდობის ჯგუფში მხოლოდ ოთხი ადამიანია და არა ხუთი, როგორც საჭიროა. ცუდია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი არ არის ამ ჯგუფში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია, რადგან ოთხი ადამიანი ჯგუფში ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება გართულდება.

„საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები იყვენენ ამ ჯგუფში.

რაც შეეხება სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ინიციატივას, მას დეტალურად უნდა გავეცნო, თუმცა ვთვლი, რომ საინტერესოა და დამოკიდებულია იმაზე, რამდენი მაჟორიტარი შეყავს საინიციატივო ჯგუფს, მე ვარ მომხრე დამოუკიდებელი დეპუტატების გავლენა გაიზარდოს პარლამენტში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.