საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით ცესკოს ხელმძღვანელობით საარჩევნო ეფექტურად და პროფესიონალურად მუშაობდა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად მუშაობდა. მართალია, ცესკო ზოგადად დაინტერესებული მხარეების ნდობით სარგებლობდა, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა, განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის კუთხით. ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე საინფორმაციო ტრენინგები ჩაატარა. ცესკომ ამომრჩეველთა ინფორმირების ყოვლისმომცველი კამპანია აწარმოა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გარკვეული ნაბიჯები გადადგა” - ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.
“საარჩევნო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო რთული და ზედმეტად შემზღუდავია. არჩევნების დღემდე საჩივრების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. ცესკოს სხდომებზე საჩივრების განხილვა ღიად და ცესკოს წევრთა ჩართულობით მიმდინარეობდა, კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. ინკლუზიური პროცესის შედეგად ცესკომ 30 საერთაშორისო და 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის აკრედიტაცია მოახდინა. საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობამ არჩევნების გამჭირვალობას შეუწყო ხელი. საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიულეტენები და ამომრჩევლებისთვის საჭირო ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების ენებზე უზრუნველყო, გარდა ამისა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ეროვნული უმცირესობების ენებზე ჩაატარა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბნების გახსნის და ხმის მიცემის პროცესი კარგად, ან ძალიან კარგად შეფასდა“, აღნიშნულია განცხადებაში.